როგორც ცნობილია, „ოქროს გლობუსის“ 81-ე დაჯილდოების ცერემონიალზე, „მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის“ პრიზი რობერტ დაუნი უმცროსმა მიიღო. მან აღნიშნული ჯილდო კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერში მონაწილეობისთვის დაიმსახურა.
8 ნომინაციიდან 4 ჯილდო – „ოპენჰაიმერის“ ტრიუმფი – „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები ცნობილია
58 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე თავის მეუღლესთან, 50 წლის სიუზანთან ერთად გამოჩნდა. რობერტი მას მთელი საღამო გვერდიდან არ შორდებოდა, ფოტოგრაფების წინაშე მას ეხვეოდა, კოცნიდა და თავს ევლებოდა. მსახიობმა ფაქტობრივად შოუ დადგა. ფოტოებმა მედიაში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
„ცოლი ასე უნდა გააღმერთო“, – წერენ მედიაში.