LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლ-ქმარი განსაქორწინებლად მიიჩქაროდა, ავარიაში მოხვდა და ამასობაში გაყრა გადაიფიქრა

47
Capture

ჩინეთში წყვილი ისე ჩქარობდა განქორწინებას, რომ ავარიაში მოხვდა. ავტო საგზაო შემთხვევის დამსახურებით ცოლ-ქმარმა ერთად დარჩენა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.

მეუღლეები ძალიან ჩქარობდნენ, რადგან მშობლიურ ქალაქამდე მანამდე უნდა მიეღწიათ, სანამ Covid-19-ის ტესტს ვადა გაუვიდოდა. საქმე ისაა, რომ ჩინეთში ამ ტესტის გარეშე გადაადგილება არ შეიძლება.

მამაკაცმა მანქანის სიჩქარეს მოუმატა, ამ დროს სალონში მისი მეუღლეც იმყოფებოდა და რაღაც მომენტში მათ მართვის სადავეები დაკარგეს. ავტომობილი გზიდან გადავიდა და ჯებირს დაეჯახა. წყვილმა პოლიციისგან მიმალვა სცადა, თუმცა ისინი მაინც დააკავეს.

სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარი 5 საათით კამერაში ჩასვა. ამ დროის განმავლობაში წყვილი დამშვიდდა, შერიგდა და გაყრაც გადაიფიქრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები