LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოცხალი ჯაჭვი “გაზპრომის” წინააღმდეგ – “ნაციონალური მოძრაობა” აქციას გეგმავს

70

„ნაციონალური მოძრაობა“ 6 მარტს “გაზპრომის” წინააღმდეგ სიმბოლურ აქციას გამართავს,ამის შესახებ დავით ბაქრაძემ განაცხადა.

“პირველ რიგში, ის, რომ ქართული მხარე გულდაგულ მალავდა ამ მოლაპარაკების მიმდინარეობას და მის შესახებ მხოლოდ რუსული მხარის განცხადებების შემდეგ გახდა ცნობილი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ყველა ჯერზე, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ცდილობდა ამ მოლაპარაკების რეალური მიზეზები აეხსნა, მისი განცხადებები ერთმანეთის გამომრიცხავი და საწინააღმდეგო იყო. ყველაფერი ეს აღძრავს სრულიად ლეგიტიმურ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ამ მოლაპარაკების მიზნებთან, მასშტაბებთან და ამოცანებთან მიმართებაში. ჩვენ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ გვახსოვს, რას ნიშნავს “გაზპრომი”, გვახსოვს რას ნიშნავს რუსული წყვდიადი, გაყინული და ჩაბნელებული საქართველო, გვახსოვს, ეზოებში დანთებული ცეცხლი და იქ ადუღებული ჩაიდნები”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი ინფომრაციით, აქციის ფარგლებში სახელმწიფო კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ, რომელიც „ამ პროცესის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას გამოხატავს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები