LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილმა მილიარდერმა ხანგრძლივი სიცოცხლის 5 წესი გაამხილა

121
651499d01c099d0019ad50cd

გერმანელმა მილიარდერმა კრისტიან ანგერმაიერმა ხანგრძლივ სიცოცხლესა და მისი მიღწევის გზებზე ისაუბრა.

კრისტიანი ხანგრძლივი სიცოცხლით ნამდვილად შეპყრობილია და ცხოვრების გახანგრძლივების გზებთან დაკავშირებულ არაერთ კვლევას აფინანსებს. ამასთან, ის დარწმუნებულია რომ არ არსებობს სიბერის შენელების მარტივი გზა, რომელიც ყველას გამოადგება და მსგავსი რამ ვერც მომავალში გაჩნდება. იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი 5 მარტივ წესს მისდევს და დარწმუნებულია, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის შანსებს იზრდის.

ანგერმაიერის თქმით, ხანგრძლივი სიცოცხლე პირდაპირ კავშირშია კარგ ძილთან. ძილში უმჯობესდება ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მამაკაცების შემთხვევაში იზრდება ტესტოსტერონის დონე. „ძილი ბუნებამ იმისთვის მოგვცა, რომ უფრო ნელა დავბერდეთ, ჩვენ კი მას ფანჯრიდან ვაგდებთ..“

მილიარდერი ასევე ყველას ურჩევს რომ ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე უარი თქვან. რეგულარულად თუმცა ზომიერად დაკავდნენ სპორტით და სცადონ ჯანსაღი კვება.

გარდა ამისა, ის დარწმუნებულია, რომ ხანგრძლივი სიცოცხლისთვის აუცილებელია ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაც. „თქვენ გჭირდებათ პირადი ცხოვრება, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მისი არქონა ძალიან საზიანოა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები