ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, ცნობილია, რომ „ომიკრონი“ ძირითადად აუცრელ ადამიანებში ვრცელდება. როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას რეხვიაშვილმა განმარტა, „არსებული მონაცემებით, „ომიკრონი“ განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობით არ ხასიათდება.
ახალ შტამს „ომიკრონს“, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი აქვს: ამირან გამყრელიძე
„როგორც ვიცით საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული ცვლილება მკურნალობის მიდგომასთან მიმართებაში არ გვაქვს. რაც გვაქვს მონაცემები ამ ახლა შტამზე ეს არის, რომ ის განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობით არ ხასიათდება. ასევე ვიცით, რომ მისი გავრცელება ძირითადად აუცრელ ადამიანებშია“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 413 ადამიანი აიცრა