Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ცნობილია, რა ჰონორარი მიიღეს ხოაკინ ფენიქსმა და ლედი გაგამ ,,ჯოკერის” გაგრძელებაში მონაწილეობისთვის? – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, რა ჰონორარი მიიღეს ხოაკინ ფენიქსმა და ლედი გაგამ ,,ჯოკერის” გაგრძელებაში მონაწილეობისთვის?

180
428663200_935578631908250_608728840849297709_n

4 ოქტომბერს, ეკრანებზე ,,ჯოკერის” სიქუელი – Joker: Folie à Deux გამოდის. ტოდ ფილიპსის ბლოკბასტერის მეორე ნაწილში მთავარ როლებს ხოაკინ ფენიქსი და ლედი გაგა ასრულებენ.

ახლახან, Variety დაინტერესდა რა ჰონორარი მიიღო წყვილმა ფილმის გაგრძელებაში მონაწილეობისთვის. გამოცემის ინფორმაციით, ხოაკინ ფენიქსს 20, ხოლო ლედი გაგას – 12 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

ფენიქსმა DC-ის კომიქსების ერთ-ერთი ანტიგმირი პირველად, 2019 წელს განასახიერა. აღსანიშნავია, რომ მაშინ მის პირად ანგარიშზე, 4.5 მილიონი დოლარი ჩაირიცხა.

კინოსურათიდან ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე კადრია გავრცელებული, რომლებიც ცხადყოფს, რომ ჯოკერისა და ჰარლი ქუინის ისტორია მძაფრ შეგრძნებებს გვპირდება. უცნობია, როდის გამოვა თრეილერი.

„ჯოკერისა“ და „ჰარლი ქუინის“ ვალენტინობა – ახალი კადრები „ჯოკერი 2„- ის გადასაღები მოედნიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები