LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცნობილი თონეა ნატახტარში, მარგველაშვილი რო ყიდულობს ხოლმე პურსა, ეგეთი” – სახალისო ისტორია პრეზიდენტზე

93

„ფეისბუქზე“ მხიარული პოსტებით ცნობილი ბელა მაღლაფერიძე პრეზიდენტ ფიორგი მარგველაშვილზე სახალისო ისტორიას ყვება.

ისტორია ნატახტარში ცნობილ თონეს და მეთონეს, ივანეს ეხება.

„ცნობილი თონეა ნატახტარში, მარგველაშვილი რო ყიდულობს ხოლმე პურსა, ეგეთი. კოხტა მეთონე ჰყავდა, ბატონი ივანე :)))

წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოიარა ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ამანაც ყველას გამოართვა მაისურები.

ერთ დღეს ოცნება ეცვა, მეორე დღეს ხუთიანები, მერე ბურჯანაძე, მერე ოცნებისას გარეცხავდა და ისევ თავიდან მიდიოდა კრუგზე.

სუ ფეხებზე ეკიდა იმასა, მაიკას რა ეწერა, პურს კაის აცხობდა და მაიკაც უფასოდ ჰქონდა.

პრეზიდენტსაც ვერა სცნობდა, 80 კაპიკი რო ღირდა პური, ეს დიდს აცხობდა და 1 ლარი ღირდა. ხალხი რო მივიდოდა და 2 ლარიანს აძლევდა 2 პური მომეციო, ხურდას ელოდებოდნენ, ვანოც სულ იმის ახსნაში იყო, რომ ლარი ღირს პური, ლარიო.

ერთხელაც გააჩერა მარგველამ, გადმოვიდა, 2 ლარიანი დაუგდო, კაი ცხელი პური მომეციო. ამან გამოუტანა 2 პური. მარგველა დგას, არ ინძრევა.

გამოჰყო თავი ვანომა, იფიქრა ამასაც ალბათ 80 კაპიკი გონია პურიო და ეუბნება პრეზიდენტსა, პური ლარი ღირს ჯიგაროოოო.

მარგველამ უთხრა, გასაგებია ჯიგარო, უბრალოდ ცხელია და კარდონი მომცე იქნებაო, მანქანამდე რო მივიტანოო.

ეგრეა ხალხო, ეგრე. გლეხიკაცითვინ არავინ არალი და მაიკა მაინც იყოს, მამაძაღლი“, – წერს ბელა მაღლაფერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები