LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ტელეწამყვანები ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში უდგებიან

1304
oqro

ნახევარი მილიონი ლარი პატიმრობის სანაცვლოდ და ცნობილი სახეები თავდებში – თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი პატიმრობას ირაკლი ოქრუაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს. გარდა ამისა, მან დღეს სასამართლოზე განაცხადა, რომ ბრალდებულს თავდებში, ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია და პაატა დავითაია უდგებიან. 

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს

სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებამდე სასამართლოს ეზოში აქცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია. 

თავდაცვის ყოფილ მინისტრს პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. მას გამოძიება მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას ედავება.