იტალიურმა მოდის სახლმა „ვერსაჩემ“ მილანის მოდის კვირეულზე გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია აჩვენა. დეფილე 1990-იანი წლების სუპერმოდელებმა დახურეს. სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, კლაუდია შიფერი, კარლა ბრუნი, ჰელენ კრისტენსენი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ერთად გამოვიდნენ პოდიუმზე. კარიერის დასაწყისში სწორედ ეს მოდელები იყვნენ ვერსაჩეს მოდის სახლის მთავარი სახეები.
„ცრემლები მომადგა, ზედმეტად მოულოდნელი და ეფექტური იყო. როცა გვეგონა, ყველაფერი დასრულდა და ტაშის დაკვრა დავიწყეთ, მაშინ გამოჩდნენ პოდიუმზე მოდელები, რომლებმაც შექმნეს სიტყვა ტოპმოდელი. ამ ჩვენებით ვერსაჩეს სახლმა ძველი დიდება დაიბრუნა. დონატელამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“ – ასე შეაფასეს მოდის კრიტიკოსებმა ვერსაჩეს ჩვენება.
https://www.youtube.com/watch?v=46MmzBjE7RU