კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინით მსოფლიოს დიდ ქალაქებში ვაქცინაცია უკვე დაიწყო. პროცესთან დაკავშირებით განსხვავებულია მოქალაქეების დამოკიდებულება.
ცნობილმა ადამიანებმა ვაქცინის საჯაროდ გაკეთება გადაწყვიტეს, პროცესი საკუთარ ობიექტივში აღბეჭდეს და სოციალურ ქსელებში საჯაროდ გამოაქვეყნეს. მათი თქმით, ამ ნაბიჯით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნეს.
ცნობილ ადამიანებს შორისაა, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.
ვაქცინის შემდეგ ინსტაგრამზე, ამერიკული შოუს, The Bachelorette-ის ვარსკვლავი, ჯო პარკი გამოჩნდა, რომელმაც ინსტაგრამის საშუალებით საზოგადოებას უთხრა, რომ ის თავს ძალიან კარგად გრძნობს.
მსახიობმა იან მაკკელენმა, ვაქცინაციის შემდეგ “ტვიტერში“ დაწერა: “ვფიქრობ, ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ვაქცინა გავიკეთე და ყველას უყოყმანოდ ვურჩევ იგივეს.
“ფაიზერის” ვაქცინა ისრაელში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველმა გაიკეთა. პროცესის ნახვა კი საზოგადოებას პირდაპირ ეთერში შეეძლო.
ვაქცინირებულია ასევე ამერიკის კონგრესის წევრი, ალექსანდრია ოკასიო კორტესი. ეს ამბავი მან საზოგადოებას “ინსტაგრამ სთორის” საშუალებით ამცნო.
“ფაიზერის” ვაქცინა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი დამტკიცებული ვაქცინაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს პანდემიის დასასრულებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.