LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი რუსული კომპანიების აქციების ფასი 50%-ზე მეტად დაეცა

119
ნ1-1533817128

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე რუსული რუბლის კურსი ეცემა. მხოლოდ დღეს, რამდენიმე საათში რუბლი დოლართან მიმართებით 5 პუნქტით გაუფასურდა. მოსკოვის დროით 10:15 საათზე, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი ამერიკული დოლარი 86.4 რუბლად ივაჭრება.

ამასთან, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობა და აქციების ფასის რეკორდული ვარდნა მიმდინარეობს. ქვეყნის მთავარი Moex-ის ინდექსი დღეს 38%-ით დაეცა. შემცირებულია ყველა მსხვილი კომპანიის აქციების ფასი, კერძოდ: Gazprom-ის აქციების ღირებულება დღეს 54%-ით; Lukoil-ის 47%-ით; Rosneft-ის 58%-ით; Inter Rao-ს 54%-ით; Yandex-ის 43%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. დილიდან აფეთქებები ისმის ხარკოვსა და კიევთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები