დონალდ ტრამპი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენია. ბიზნესმენმა ჰილარი კლინტონი ყველაზე ძვირად ღირებულად წოდებულ არჩევნებში დაამარცხა. ამ ამბავს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც ეხმაურებიან. ქართული სოცქსელიდან ცნობილი ქართველების შეფასებები ამოვკრიფეთ.
თამარა ჩერგოლეიშვილი:
„მოატყუა ჰილარიმ მხარდამჭერები. გამარჯვებაში დაარწმუნა და ხმები ვერ დაიცვა. არ უნდა შევიდნენ დემოკრატები სენატში“.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
„ამ შედეგს ისევ კარუსელები ჯობია“.
დათო საყვარელიძე:
„გია ონიანმა მომწერა:
„ახლა ბიონსეს დაბლოკავენ, აღარ ამღერებენ და დე ნიროს ჰილაროკრატიაში გადაიღებენო” :)))))))“
ნოე სულაბერიძე:
„სტივი – ტაქსიში, ჰილარი – ციხეში, რობერტი – ბოლივუდში“
ნინო ჩხეიძე:
„არ ვიცი ეს არჩევნები, მაგრამ ჩემს ბიონსეზე ვნერვიულობ, შავ სიაშია ეგეც? ახალ წელს ნეტავ, რას იზამს?“
დათუნა სირბილაძე:
„ვიზები მაინც მოგვცენ სასწრაფოდ, კაი სამიტინგე ხალხი ვცდებით…“
დათუნა მგელაძე:
„აჰაჰაჰ, ტრამპი))) ახლა რა მოხდება, ძალიან მაინტერესებს, მიახლოებით იქნებ მომიყვეთ…“