LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი პორტუგალიური ბრენდი, რომელმაც საქართველო პანდემიის დროს დატოვა, ჩვენს ქვეყანაში ბრუნდება

579
603b904780f57

Parfois საქართველოში ბრუნდება. აქსესუარების, ჩანთების, ბიჟუტერიის და უკვე ტანსაცმლის ცნობილი პორტუგალიური ბრენდი ქართულ ბაზარზე განსხვავებული კონცეფციით და მრავალფეროვანი არჩევანით იქნება წარმოდგენილი. მისი პირველი მაღაზია თბილისი მოლში, ოქტომბერში გაიხსნება.

ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც „რითეილ გრუპ ჯორჯიას”  დირექტორს, რეზო მაღალაშვილს ესაუბრა. მაღალაშვილი ამბობს, რომ ბრენდთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ის ქართულ ბაზარზე განსხვავებული კონცეფციით და მრავალფეროვანი არჩევანით დაბრუნდება. „ქართულ ბაზარზე ის გამოითქმის როგორც „პარფუა“ და არა „პარფოისი“, როგორც ამას ძველი პარტნიორი მოიხსენიებდა,“- აცხადებს მაღალაშვილი “ბიზნესპარტნიორთან”.

შეგახსენებთ, პორტუგალიური ბრენდი Parfois კომპანია ICR-მა ქართულ ბაზარზე 2011 წელს წარადგინა. ბრენდმა ქართული ბაზარი 2020 წელს სრულად დატოვა.

ცენტრალურ ქუჩებზე მაღაზიები დაიხურა: იარგიჯი, პარფოისი და პრომოდი ქართული ბაზრიდან გავიდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები