ცნობილი მსახიობისა და პოლიტიკოსის არნოლდ შვარცნეიგერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე საიტი ერთად ადასტურებს. გარდაცვლილი მსახიობის ცხედარი, საკუთარ საცხოვრებელში იქნა აღმოჩენილი მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში ანონიმური ზარი შევიდა, წერს თავის გამოცემაში International Bussines Times.
თუმცა, როგორც გაირკვა, ასეთი გართობის ხერხს ხშირად მიმართავენ ჰაკერები, რომელთა ერთმა მცირე დაჯგუფებამ, ერთდროულად გატეხა რამდენიმე გამომცემლობის საიტი და განათავსა ინფორმაცია ინტერნეტში. ამ განცხადებიდან რამდენიმე ხანში, არნოლდ შვარცნეიგერი იტალიურ რესტორანში შენიშნეს ცოცხალი და საღსალამათი. როგორც პოლიცია აცხადებს, ასეთი შემთხვევები ძალიან გახშირდა, მსგავსი ქმედებების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა უილ სმიტი, ჯეკი ჩანი, სილვესტერ სტალონე და სხვა ცნობილ ადამიანებიც.