მამაკაცების ფრანგულმა ჟურნალმა Lui-მ მკითხველს საახალწლოდ დიდი სიურპრიზი მოუმზადა. საქმე გახლავთ იმაში, რომ გაზეთის რედაქციამ გადაწყვიტა მოეწვიათ 12 ყველაზე პოპულარული მოდელი და მათი სექსუალური ფოტოსესის საუკეთესო ფოტოები კალენდარზე აღებეჭდათ. თავად ჟურნალი საკმაოდ ცნობილია თავისი ეროტიული პუბლიკაციებით. ამჯერად კი ჟურნალის კალენდარზე გოგონები ბიკინით ან სრულიად შიშვლები არიან წარმოდგენილნი.
მსგავსი მარკეტინგული სვლით, Lui-მ საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფინანსური მოგება მხოლოდ იდეის დამსახურება არაა და ამაში დიდი წვლილი მოდელებსაც მიუძღვით. ამაში ფოტოების ნახვისას თავადაც დარწმუნდებით.