ცნობილი ყაჩაღი პარიზის ციხიდან ვერტმფრენით გაიქცა. გაქცევის დეტალები კი ფილმის სცენარს ჰგავს.
რედოუან ფეიდის მძიმედ შეიარაღებული თანამზრახველები პირდაპირ ციხის ეზოში დაეშვნენ ვერტმფრენით და პატიმარი თან წაიყვანეს.
ფეიდი საფრანგეთში ძალიან ცნობილი კრიმინალია, ის რამდენიმე ძარცვისთვის გაასამართლეს.
2009 წელს მან თავისი კრიმინალური გამოცდილების შესახებ წიგნიც გამოსცა.
ფეიდი პატიმრობიდან აქამდეც გაქცეულა. 2013 წელს ის დააკავეს, თუმცა ნახევარი საათიც არ დასჭირდა იმისთვის, რომ ციხიდან გაქცეულიყო.