ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ახალგაზრდა მირიან კუკავაა. ის ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილეს აღნიშვნის დროს მომხდარ დაპირისპირებას ემსხვერპლა. ახალგაზრდა გულის არეში დანით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
“დილით გავიგე ეს ამბავი. ისეთი კარგი ბიჭი იყო. დაბადების დღეზე იყო და ვიღაცამ გაუყარა დანა გულში. მიმალავდნენ, ახლა მითხრეს. გადასარევი ბავშვი… ჩემს ხელში გაზრდილი, არჩვეულებრივი, წესერი, თბილი, ტკბილი ბავშვი” – ამბობს მეზობელი “ტვ პირველთან”.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მირიან კუკავა ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის შვილია.
სავარაუდო მკვლელი გაქცეულია. მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.