LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი დერმატოლოგი დაბერებასთან დაკავშირებით: „პროცედურის შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასებაა: „როგორი დასვენებული სახე გაქვს“ და არა თითებით რომ აჩვენებენ – „ყვრიმალი დაიბერე?”, „ბოტოქსი გაიკეთე?“

1547
tamar-cicishvili

დერმატოლოგი თამარ ციციშვილი-ქაუგილი სოციალურ ქსელში დაბერებასთან დაკავშირებით საკუთარ პროფესიონალურ მოსაზრებას წერს და მასთან ბრძოლის ხერხებზე მოგვითხრობს:

„სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში შემთხვევით წავაწყდი დებატებს „ბუნებრივად დაბერება-არ დაბერების”  შესახებ და რა თქმა უნდა, ამ საკითხს გულგრილად ვერ ჩავუარე.

ძალიან მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირადი, როგორც პროფესიონალის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი წარმოდგენა,  სურვილები და არჩევანი აქვს დაბერებასთან და „კარგად გამოყურებასთან” დაკავშირებით და ყველა მათგანს თანაბრად აქვს სამყაროს მიერ მინიჭებული არსებობის უფლება.

ძალიან დიდი ბედნიერება და სტიმულია, როდესაც დილით იღვიძებ და იცი, რომ ისევ ისე კარგად გამოიყურები, როგორც ადრე.

ყველაფრის გაკეთებაა დასაშვები, ბიორევიტალიზაცია იქნება, ბოტულოტოქსინი, თუ შემავსებელი, მხოლოდ ყველა წესის დაცვით, ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის ყველა დეტალის გათვალისწინებით.

მე უკვე ოც წელზე მეტია, ამ სფეროში ვმოღვაწეობ და ყველა პაციენტი, ვისაც კი ამ დროის განმავლობაში ჩემთვის მოუმართავს, სრულიად განსხვავებული გახლავთ. ყველასთან სრულიად განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.

ჩემი ამოცანაა, ჩემთან მოსულ ადამიანს შეძლებისდაგვარად, მისი სურვილებიდან და დედამიწელი ადამიანის ანატომია-ფიზიოლოლოგიის კანონებიდან გამომდინარე, აღვუდგინო სახის კუნთებისა და ოვალის ადრინდელი მდგომარეობა, დავუბრუნო თვალების ახალგაზრდული გამოხედვა და ასევე აღვუდგინო კანის სტრუქტურა.

პროცედურების დამთავრების შემდეგ, ყველაზე მაღალი შეფასება ჩემთვისაც და პაციენტისთვისაც, მაშინ გახლავთ, როდესაც მას ეუბნებიან: „როგორი დასვენებული სახე გაქვს?!” ან „რა კარგად გმოიყურები, კარგად გეძინა?” და არა თითებით რომ აჩვენებენ – „ყვრიმალი დაიბერე?”  “ბოტოქსი გაიკეთე?” და კიდევ ბევრი სხვა.

ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, თამამად გაიკეთეთ ყველაფერი, რისი სურვილი და საჭიროებაც გექნებათ, ოღონდ თქვენს ექიმთან შეთანმებით,ზომიერად და ყოველგვარი წესების დაცვით.

პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებთ და ასევე წარმატებებს თქვენს თავთან შესახვედრად მოგზაურობაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები