LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ბიზნესმენი ბიძინა ვასაძე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

552
ბიძინა ვასაძე

ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენი, შპს „ვასაძის პურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ვასაძე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „გურიაnews“ ავრცელებს.

ბიძინა ვასაძე 90-იანი წლებში  ოზურგეთის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად  მუშაობდა. შემდეგ  კი საგადასახადო ინსპექციაში.

2003 წლიდან კი ბიზნესსაქმიანობას შეუდგა  ძმასთან, მერაბ ვასაძესთან ერთად შექმნა შპს „ვასაძის პური“  და მალე საწარმომ წარმატება და პოპულარობა მოიპოვა.

2015 წელს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ, ბიძინა ვასაძე  სპეციალური მედლით დაჯილდოვდა.

ბიძინა ვასაძეს დღეს, 12 მარტს, ოზურგეთში დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები