LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი უკვე საქართველოშია

229

ცნობილი ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი საქართველოში ერთი საათის წინ ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ერთი საათის წინ დაეშვა. მუსიკოსი და მისი ჯგუფი უკვე შეკვეთილში, სასტუმროსკენ მიემართებიან, ხვალ დღის პირველ ნახევარში კი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მესაყვირე რეპეტიციას გაივლის.

კრის ბოტი საქართველოში ნანი ბრეგვაძის კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოფრინდა. ის რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს, მათ შორისაა დუეტი ლეგენდარულ ქართველ მომღერალთან.

კონცერტში მონაწილეობას ასევე იღებენ: ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სტეფანე მღებრიშვილი და ნინო ქათამაძე. ნიკოლოზ რაჭველმა სხვადასხვა დროს ნანი ბრეგვაძისთვის ცნობილი კომპოზიტორების მიერ მიძღვნილი კომპოზიციების ბრწყინვალე ახალი ვერსიები შექმნა, რომელსაც მაყურებელი ხვალ, 16 აგვისტოს, “ბლექ სი არენაზე” მოისმენს.

ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია საიტზე tkt.ge.

ფოტოები: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები