LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ადამიანების სახლები – არქიტექტურული შედევრები

765

უზარმაზარი შემოსავლების მიუხედავად, ვარსკვლავებს იშვიათად გამოირჩევიან ორიგინალურობით საცხოვრებლის შერჩევისას. ვილებზე, მდიდრულ სახლებსა და პენთჰაუსებში ისინი თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს სართულების, ოთახების, აუზების სიმრავლეში და ცოტა თუ დაიკვეხნის საკუთარი უნიკალურობით, თუმცა, არიან გამონაკლისებიც. გთავაზობთ რამდენიმე არქიტექტურულ შედევრს, რომელთა მფოლობელებს თავისუფლად შეუძლიათ თქვან, რომ მათი სახლი მართლაც „ერთადერთი და განუმეორებელია“.

 

* ჯულია რობერტსი – მსახიობმა ორი უზარმაზარი სახლი შეიძინა და ერთ კომპლექსში გააერთიანა. ბუნების აქტიურმა დამცველმა რობერტსმა არც საცხოვრებლის მშენებლობისას დაივიწყა საკუთარი პრინციპები და სახლები გადამუშავებული შიფერით გადახური, იატაკზე კი, ეკოლოგიურად სუფთა ბამბუკი დააგო.

* ჯონ ტრავოლტა – გასაკვირი არაა, რომ თვითმფრინავების  მოყვარული მსახიობის სახლი ავიატერმინალს ჰგავს. თუმცა, ნაწილობრივ ასეცაა, რადგან ტრავოლტამ სახლი ასაფრენ ბილიკთან ახლოს ააშენა და კუთვნილი თვითმფრინავებიც კომფორტულად დააბინავა. გარდა ამისა, მსახიობმა სამზარეულოც აეროპორტის სასადილოს სტილში მოაწყო.

* სტივ მარტინი – საკუთარი ბეტონის სახლი კომიკოსმა შორეულ 1970-იან წლებში ააშენა და დღემდე სიამოვნებით ტკბება სანტა-მონიკას ხედებით.

* ბილ გეიტსი – Microsoft-ის დამფუძნებლის „ჭკვიანი“ სახლი, რომელიც150 მლნ. დოლარადაა შეფასებული, თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და Windows-ის სისტემით იმართება. გარდა ამისა, გეიტსი გამჭვირვალე გუმბათით გადახურული უზარმაზარი ბიბლიოთეკის მფლობელიცაა, რომელიც სახლს სახურავის მაგივრობას უწევს. პერიოდულად მილიარდერი საქველმოქმედო აუქციონებზე ჰყიდის საკუთარი სახლის სტუმრობის უფლებას, მერე კი, სტუმრებს სადილით უმასპინძლდება. სხვათაშორის,  2008 წელს ამგვარი ლოტი 16 000 დოლარად გაიყიდა, ერთი წლის შემდეგ კი, 35 000 დოლარად.

* AVICII – ცნობილმა დიჯეიმ სახლი საკუთარი დიზაინით მოაწყო და აქცენტი უზარმაზარ ფანჯრებზე გააკეთა, უნიკალური კონსტრუქციის წყალობით კი, შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ნაგებობა ცაშია დაკიდული.

* ნიკოლას კეიჯი – კომიქსების მოყვარულ მსახიობს კიდევ ერთი გატაცება აქვს – კეიჯი ძველი სახლების კოლექციონერიცაა, რასაც საკმაოდ სოლიდური კაპიტალიც სჭირდება, ამიტომ ვარსკვლავის კოლექციაშერ ჯერ მხოლოდ სამი ავთენტური სასახლეა.

* ნაომი კემპბელი – ორიგინალური სახლი თურქეთთან ახლოს პატარა კუნძულზე, მოდელს ყოფილი მეუღლისგან ვლადისლავ დორონინისგან დარჩა სამახსოვროდ. ვილა, რომელიც ძველეგვიპტურ სიმბოლოს განასახიერებს, მინიმალურ ენერგიას ხარჯავს და სრულად აკმაყოფილებს ეკოლოგიურ მოთხოვნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები