გორდონ რემზი, ჯილიან ანდერსონი, როუენ ატკინსონი, იენ მაკელენი და ტედი ნიუტონი BRITISH AIRWAYS-ის ახალ ვიდეოში გამოჩნდნენ.
დიდი ბრიტანეთის ნაციონალურმა ავიაგადამზიდმა თვითმფრინავის ბორტზე უსაფრთხოების წესების შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა. რგოლში მთავარი მოქმედი პირები ბრიტანელი მსახიობები არიან, რომლებიც უსაფრთხოების ჩვეულ წესებს იუმორით ხსნიან. 6 წუთიანი რგოლის ტრანსლირება ავიაკომპანიის ლაინერებში პირველი სექტემბრიდან დაიწყება.
რგოლი საქველმოქმედო ორგანიზააცია Flying Start-ის მხარდაჭერით შეიქმნა, რომელიც British Airways-მა და ასოციაცია Comic Relief-მა ჩამოაყალიბეს. ორგანიზაციამ მძიმე პირობებში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად უკვე 18,6 მილიონი ევროს შეგროვება შეძლო.