LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილ მესენჯერს – WhatsApp-ს ვიდეოზარის ფუნქცია დაემატა

14

მას შემდეგ, რაც ცნობილი მესენჯერი – WhatsApp-ი კომპანია facebook-მა შეიძინა, ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, სერვისით წლიურად სარგებლობა უფასო გახდა, შემდეგ დაცვის ახალი სისტემა დაინერგა, რომელიც მათივე განცხადებით, მიმოწერაში ჩართული პირების გარდა, სხვა ადამიანის ჩატთან ნებისმიერი სახის წვდომას გამორიცხავდა.

უფასო სერვისს, როგორც წესი, ახლავს რეკლამები. facebook-ის კორპორაციამ აღნიშნული მოლოდინები მალევე, ოფიციალური განცხადებით გააქრო. როგორც კომპანიის წარმომადგენლობამ განაცახდა, სერვისის უფასო გამოყენება არ უკავშირდებოდა რეკლამების დანერგვას.

 

 

გუშინ კი ოფიციალურ საიტზე, WhatsApp-ვიდეოზარის ფუნქციის ამსახველი პრომო დაიდო. აღსანიშნავია, რომ მესენჯერის სტრატეგია მულტიპლათფორმულობაში მდგომარეობს. არ აქვს აზრი, რომელ სისტემაზე მუშაობს მოწყობილობა, მათ ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება მაინც ექნება. შესაბამისად ვიდეოზარის ფუნქცია ამ ეტაპზე iOS-ის, Android-ისა და Windows-ისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

აბსოლუტურად უფასო, მარტივი და სატელეფონო ნომრებზე დაფუძნებული პლათფორმა, საკმაოდ მოხერხებულია მათთვის, ვისაც უფასო მესიჯების გაგზავნა, დარეკვა და უკვე ვიდეოზარის განხორციელება სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები