ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია „CNN“-ზე ინტენსიურ თერაპიაში მწოლიარე პაციენტებს ანახებენ, რომელთაც ჟანგბადის კანულა აქვთ ცხვირზე მორგებული, ქოშინებენ და ამბობენ: „ძალიან ვნანობთ აუცრელობასო, ყველას გადაეცითო, რომ ესეთი შეცდომა ცხოვრებაში არ დაუშვათო“.
„სამწუხაროდ ამ დროს ჩვენი ქვეყნის კლინიკებში 6835 ადამიანი მკურნალობს და მათი 99.9% აუცრელია. არ იქნება ცუდი, თუ პაციენტების თანხმობით ჩვენი ტელევიზიებიც მოგვასმენინებენ ასეთი ადამიანების აზრს“, – წერს კულუმბეგოვი.