CNN–ის ინფორმაციით, უკრაინის ქაალაქ ხერსონზე კონტროლი რუსმა სამხედროებმა მოიპოვეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქალაქის მერი იგორ კოლიხაევი ადასტურებს, რომ ხერსონი უკრაინელების დაქვემდებარებაში აღარ იმყოფება და 300-ათასიანმა მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ის მითითებები, რასაც შეიარაღებული ძალები გასცემენ.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.