CNN სტატიას აქვეყნებს, რომელშიც სტატიის ავტორი იულ კეთკარტი მოგზაურებს მოუწოდებს საქართველოს აუცილებლად ეწვიონ.
„ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის დამფასებლებო, ზღვის სანაპიროზე დასვენების მოყვარულებო, რომანტიკოსებო და ისტორიკოსები – მოგმართავთ ყველას, ვინც თავგადასავლებს ეძებს და უბრალოდ სურს, პუტინს ავნოს, საქართველოს თქვენი დახმარება სჭირდება. თუ ოდესმე გიფიქრიათ შავი ზღვის პირას, თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარე ამ პატარა ქვეყნის მონახულება, მაშინ ახლა საუკეთეო დროა. მივმართავ მათ, ვინც უკვე იმოგზაურა საქართველოში, დროა დაბრუნდეთ“, – წერს ჟურნალისტი.
სტატიის ავტორი, ასევე წერს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებაც.
„საპროტესტო აქციების საპასუხოდ, პუტინი ცდილობს დასაჯოს, დაიმორჩილოს და გააკოტროს ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნება. დასაჯოს იმის გამო, რომ ქართველი ხალხი იყენებს საკუთარ უფლებას, თავისუფლად შეიკრიბოს და გამოხატოს საკუთარი აზრი”, – წერს ავტორი.