LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-ის ოფისში ბომბის აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

postnewsroom

ნიუ იორკში ტელეკომპანია CNN-ის ოფისში სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. განგაშის მიზეზი სატელეფონო ზარი გახდა, რომლის ავტორმაც ტელეკომპანიის შენობაში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეაყტობინა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით საღამოს 11-ის ნახევარზე მოხდა. ტელეკომპანიის ოფისთან პოლიცია, სახანძრო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

ჩაკეტილია ახლომდებარე საავტომობილი და საფეხმავლო გზები. შენობაში სამძებრო სამუშაოები ტარდება, პოლიცია კი ანონიმური ზარის ავტორს ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები