LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-მა აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს 50 საუკეთესო პურს შორის დაასახელა

148
აჭარული

რა არის პური? ფიქრი დიდხანს არ დაგჭირდებათ, მაგრამ პირველი, რაც ამ სიტყვაზე გაგახსენდებათ, ბევრს იტყვის თქვენს წარმოშობაზე. თუმცა რამდენადაც მარტივია პურის წარმოდგენა, იმდენად რთულია მისი განმარტება – ასე იწყება CNN travel-ის სტატია პურისა და მისი მრავალფეროვნების შესახებ.

ცნობილი ამერიკული მედიასაშუალება მკითხველს, პურის ისტორიასთან ერთად, მსოფლიოს 50 საუკეთესო პურის რეიტინგსაც სთავაზობს შესაბამისი ფოტომასალით.

რეიტინგში მოხვდა: ავღანური ბოლანი, სომხური ლავაში, ჩინური შაობინგი,  ეგვიპტური ლიბა, ფრანგული ბაგეტი, ინდური ფარატა, ირანული სანგაკი, ებრაული ჩალა, მექსიკური ტორტილა, თურქული სიმითი და სხვა.

რეიტინგში მოხვდა აჭარული ხაჭაპურიც, რომლის შესახებაც ვკითხულობთ:

„კვერცხის გულით გაფორმებული, იმერული ყველითა და სულგუნით გამოტენილი ნავის ფორმის ცომი – ასეთი ხაჭაპური საქართველოში, ალბათ, განსაკუთრებულად უყვართ. ხაჭაპურის წაგრძელებული ფორმა მაქსიმალურად ზრდის კონტრასტს ტექსტურაში, ნაზი შიგთავსით დაწყებული, ხრაშუნა ბოლოებით დამთავრებული.

ხაჭაპური ქართული სამზარეულოს იმდენად განუყოფელი ნაწილია, რომ ქვეყანაში ხაჭაპურის ინდექსიც კი არსებობს ეკონომიკური კეთილდღეობის საზომად. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს ხაჭაპურს UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები