LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN: ლოს-ანჯელესში მაიმუნის ყვავილის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

28
Untitled design (1)

ამერიკის შეერთებულ შტატებში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

პაციენტი ვირუსისგან ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა.

ფაქტი დაადასტურეს აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტშიც და განაცხადეს, რომ ეს შტატებში ვირუსით გარდაცვალების პირველი ოფიციალური შემთხვევაა.

დეპარტამენტის ცნობითვე, პაციენტს ჰქონდა იმუნური სისტემა დაქვეითებული ჰქონდა და ჰოსპიტალიზებული იყო.

„სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებმა, რომლებიც ეჭვობენ, რომ მაიმუნის ყვავილით არიან დაინფიცირებულები, უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, დაიწყონ დროული მკურნალობა და დარჩნენ მეთვალყურეობის ქვეშ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც CNN წერს, მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების შემთხვევა ამ ეტაპზე ძალიან იშვიათია და რისკჯგუფებს წარმოადგენენ  ჩვილები, ორსულები და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები.

მედიის ცნობით, გასულ თვეში, ტეხასის შტატში მაიმუნის ყვავილით დაავადებული 2 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ვირუსის როლი ამ სიკვდილში არ არის დადასტურებული.

აშშ-ში სულ გამოვლენილია „მაიმუნის ყვავილის“ 22 ათასამდე სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევა. მსოფლიოს მასშტაბით კი, გამოვლენილია „მაიმუნის ყვავილის“ თითქმის 58 ათასი შემთხვევა და 18 გარდაცვალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები