ვიქტორია ბექჰემი შარლოტა ტილბერის გადაცემაში „სილამაზის საიდუმლოებებში“ იყო მიწვეული, სადაც განაცხადა, რომ ცხვირის პლასტიკა არასდროს გაუკეთებია. მისი თქმით, კოხტა პატარა და გამოყვანილი ცხვირის იდეალურობა მაკიაჟის ხრიკების დამსახურებაა.
„მე წლების განმავლობაში მაკრიტიკებდნენ, ყველას ეგონა, რომ ცხვირის ოპერაცია მქონდა გაკეთებული, არადა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი ცხვირი უბრალოდ კონტურული მაკიაჟის შედეგია, ორ სხვადასხვა ტონის პუდრს ვიყენებ ხოლმე“, – აცხადებს ბექჰემი.
თავაწეული ვიქტორია და მზრუნველი დევიდი – შავებში გამოწყობილი წყვილი „ადამსების ოჯახს“ შეადარეს