ცხვარიჭამიაში 45 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლული საკუთარ სახლში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განხზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა დეტალები მომხდარზე ამ ეტაპზე უცნობია.