LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცხრა საათი არ იყო, მაინც დაგვაჯარიმეს…” – სასიძოს გულის ფორმის ცეცხლის დანთება 21 ათასი ლარი უჯდება, პოლიციამ შვიდივე პირი დააჯარიმა

1209
BeFunky-collage

სოფელ ყარაჯალაში, კომენდანტის საათის დროს სოფლის სტადიონზე გუ­ლის ფორ­მის ცეცხლი დაანთეს, პოლიციამ შეკრებილი ადამიანები 3-3 ათასი ლარით დააჯარიმა.

მთავარი არხის ინფორმაციით, წყვილის გარდა ადგილზე კიდევ 5 მეგობარი იმყოფებოდა. დაჯარიმებულები “მთავარ არხთან” ყვებიან, რომ მათ კომენდანტის საათი არ დაურღვევიათ და მოედანზე, სადაც გულის ფორმის ცეცხლი დაანთეს, 20:00 საათზე მივიდნენ. მათი თქმით, უკან დაბრუნებას მალევე აპირებდნენ, თუმცა პოლიცია მივიდა დააჯარიმა.

“დიდი გული მქონდა გაკეთებული და ქაღალდზე წარწერა “მე შენ მიყვარხარ”. რვა საათზე ზუსტად ჩავედით იქ და ვიცოდით, მალევე მორჩებოდა, სანამ უკან ვბრუნდებოდით პოლიცია მოვიდა…

ცხრა საათი არ იყო შესრულებული და მაინც დაგვაჯარიმეს. გაფრთხილება მაინც შეეძლოთ…”- ამბობს წვილი.

რაც შეეხება 21 ათასს ლარს, ახლადდანიშნული წყვილის ოჯახი ამბობს, რომ ამ თანხას ვერ გადაიხდიან. მეგობრების ოჯახის წევრები კი დაჯარიმების ფაქტს უსამართლოდ მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო გუშინ, 7 აპრილს 28 მოქალაქე დააჯარიმეს, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო კი 112.

უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში ამ 7 პირის დაჯარიმებაც ჩანს.

https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/603909117134094/?v=603909117134094

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები