LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხრა ბავშვი დავკარგე, მუცელი ცხრაჯერ მომეშალა“ – შერონ სტოუნის სულისშემძვრელი აღიარება

998
page

შერონ სტოუნმა გამოცემა People-თან ყველასათვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მსახიობის თქმით, მას ცხოვრების მანძილზე ცხრაჯერ მოეშალა მუცელი, რასაც ამ  დრომდე, საგანგებოდ მალავდა: „ქალებს არ აქვთ სპეციალური ფორუმი, სადაც ასეთ სენსიტიურ თემებს განიხილავენ. ცხრა ბავშვი დავკარგე, მუცელი ცხრაჯერ მომეშალა“ – დაწერა სტოუნმა.

64 წლის ვარსკვლავმა დასძინა, რომ ქალები ამ პრობლემას მარტო უმკლავდებიან და სწორედ ამაშია უდიდესი ტრაგედია: „ეს არა არის წვრილმანი, არც ემოციურად, არც ფიზიკურად, ჩვენ იძულებულები ვართ, ეს მარტო გადავიტანოთ“, – ამბობს მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ სტოუნს სამი აყვანილი შვილი ჰყავს.

ძველი ჰოლივუდური ბრწყინვალება თანამედროვე ფრანგულ რივიერაზე – 64 წლის შერონ სტოუნი ალისფერი კაბით წითელ ხალიჩას იპყრობს

64 წლის შერონ სტოუნის მორიგი ტრიუმფალური გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები