ამერიკელმა ჯოშუა ბრუმმა პორნო ინდუსტრიაში მოღვაწეობა სამსახიობო კარიერის გამო დაიწყო, თუმცა შემდეგ ემოციური ტრავმა მიიღო, ყველაფერი მიატოვა და მოძღვარი გახდა. მისი ისტორია გამოცემა New York Post-მა გამოაქვეყნა.
39 წლის ჯოშუა მხოლოდ 20 წლის იყო როდესაც ოცნების ასახდენად ჰოლივუდში წავიდა. ამერიკელი თავიდან მიმტანად მუშაობდა, ერთ დღესაც კი მის კაფეში მოვიდნენ ქალები რომლებმაც მას პორნოში გადაღება შესთავაზეს. ისინი ბრუმს არწმუნებდნენ, რომ პორნო ეს დიდი კინოსკენ მიმავალი გზა იყო და რეჟისორები ახალგაზრდას ასე უფრო შეამჩნევდნენ.
გამოუცდელმა ბიჭმაც ქალების რჩევა გაითვალისწინა და 23 წლის ასაკში ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორნოვარსკვლავიც გახდა.
„მე მილიონი დოლარი გამოვიმუშავე. ვიმოგზაურე ყველგან, სადაც კი მინდოდა. მყავდნენ ბევრი ქალებიც.. თუმცა როგორც კი ეს ყველაფერი გამიჩნდა, ჩემი ცხოვრება ნაწილებად დაიშალა, შინაგანი სიცარიელე ვიგრძენი,“ – აღიარა ჯოშუამ.
6 წლის შემდეგ ამერიკელმა წარმატებული კარიერა მიატოვა და პორნო ინდუსტრიიდან წავიდა. ემოციური და ფსიქოლოგიური ტრავმების მოსაშუშებლად მან მშობლიურ კაროლინას შტატს მიაკითხა.
ცოტა ხანში ის მიხვდა, რომ ხსნა ეკლესიაში იყო, ამიტომ მოძღვარი გახდა. შემდეგ ცოლიც მოიყვანა და შვილიც შეეძინა.