LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცხოვრებაში პირველად ვწერ პოსტს…” – ნანა ჯანელიძის ღია წერილი ელენე ხოშტარიას მშობლებს

4522
ნანა ჯ ელენე

რეჟისორი ნანა ჯანელიძე „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მშიობლებს მიმართავს. ნანა ჯანელიძე ასეთი ქალიშვილის გამო გოგი ხოშტარიასა და ირინა გუნცაძეს მადლობას უხდის.

„ღია წერილი ელენე ხოშტარიას მშობლებს

ბატონო გოგი და ირა, ცხოვრებაში პირველად ვწერ პოსტს.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ქალიშვილის, ელენე ხოშტარიას გამო.

ელენე ხოშტარიას დედა: მაქვს სურვილი, მაგრამ ვერ ვეუბნები, შეწყვიტოს შიმშილობა

ელენე ხოშტარიას მამა: “დედა ეტირებათ, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან… “

ვფიქრობ, ის ახლა თავისი ქმედებით ყოველ ჩვენგანს იცავს, ჩვენს ხვალინდელ დღეს აშენებს, ჩვენს ადამიანად ყოფნას მიაგებს პატივს, უფსკრულის პირას მოთამაშეებს გვიჭერს, რომ არ გადავიჩეხოთ.

ადამიანს, ოჯახს, ქვეყანას, სახელმწიფოს მხოლოდ ზნეობრივი გმირი ზრდის და ძერწავს. ელენემ შეძლო საკუთარ თავში ასეთი გმირი ეშვა. ახლა უკვე სხვებსაც გაუკვალა გზა, ჟანგბადი შემოუშვა, სირცხვილი ჩამოგვბანა…

მინდა მდაბლად დავუკრა თავი მის ოჯახს და შვილებს და ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ ელენემ მათთან ერთად ყოფნის იშვიათ და ძვირფას წუთებს, ჩვენი ღირსებისთვის ბრძოლა ანაცვალა.

მადლობთ ამისთვის…პატივისცემით, ნანა ჯანელიძე“, – წერს ნანა ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

 

ელენე ხოშტარია მე-8 დღეა შიმშილობს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.

ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ელენე ხოშტარიამ პირველი გადასხმა გუშინ გაიკეთა.

ელენე ხოშტარია: “გთხოვთ, არ ინერვიულოთ, სიცოცხლის პარამეტრებს ვაკონტროლებთ…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები