LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოდის: რონალდომ შვილს დანგრევამდე ძველი სახლი აჩვენა (ფოტო)

706
download (3)

რონალდომ შვილს ლისაბონში ძველი ოთახი აჩვენა. ცოტა ხნის წინ იქ 30 ევროდ გაათევდით ღამეს.

მანამდე კი კრიშტიანო სტადიონის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა.

წინასასეზონო ინტერვიუში კრიშტიანომ გაიხსენა ისტორია, როგორ წაიყვანა კრიშტიანო-უმცროსი ლისაბონის ძველ ბინაში.

„იმ სახლში მივედით, რომელსაც ვქირაობდით. ჩემი შვილი მომიბრუნდა და მითხრა: მამა, მართლა აქ ცხოვრობდი? ის ვერ იჯერებდა“.

რონალდო ამ ოთახს მეგობართან ერთად ქირაობდა, როდესაც „სპორტინგში“ თამაშობდა. იმ მეგობართან, მიგელ პაიშაოსთან ახლაც ურთიერთობებს, მით უმეტეს მიგელია მადეირაზე CR7 მუზეუმის დამფუძნებელი.

დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ოთახი, რომელშიც კრიშტიანო და მიგელი ცხოვრობდნენ. ხელსაბანი პირდაპირ ოთახში.

„ის ყველაზე ცნობილი პერსონაა, ვისაც ჩვენთან უცხოვრია. რომ მცოდნოდა ვინ გახდებოდა, ფოტოს მაინც გადავიღებდი, – ყვება ჟოზე პერეირა, სახლის მფლობელი და მენეჯერი, – ისე კი ბიჭები მაიმუნობდნენ: წყლიან ბურთებს ესროდნენ გამვლელებს. ახლა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაშინ საჩივრით მოდიოდნენ“.

ცოტა ხნის წინ ნებისმიერს შეეძლო ამ ოთახის 30 ევროდ ქირაობა. მათ შორის იმ ცნობილი 34-ე ნომრის. ახლა კი ეს რაიონი რენოვაციას დაექვემდებარა და სიძველეს თანამედროვე აპარტამენტებით შეცვლიან.

ამიტომაც მიიყვანა კრიშტიანომ შვილი იქ, სადაც ოდესღაც უცხოვრია და სანამ გაქრებოდა.

ეს კრიშტიანოსთვის პირველი ლისაბონური ბინა არ ყოფილა. მანამდე ცხოვრობდა ძველ სტადიონ „ჟოზე ალვალედეზე“, მაგრამ არენის რეკონსტრუქციის გამო სხვა ადგილზე გადასვლა მოუხდა. სხვათა შორის, ახალი არენის გახსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია კრიშტიანოს ცხოვრებაში. სტადიონი იხსნებოდა „მანჩესტერთან“ მატჩით, სერ ალექსმა მაშინ ნახა რონალდო.

სახლი, სადაც კრიშტიანო გაიზარდა, აღარ არის

კრიშტიანო დაიბადა ფუნშალში (მადეირას ერთ-ერთი ქალაქი). ახლა იქ რონალდოს სახელი ყველგანაა: კრიშტიანოს სახელობის აეროპორტი, მუზეუმი, სასტუმრო CR7 და ბევრი ქანდაკება.
აი მშობლიური სახლი და დანგრევას ვერ გადაურჩა. იქ დარჩა მარტო პატარა ქუჩა Rua de Quinto Falcao, სადაც ცხოვრობდა. იქაურ ვითარებას ისედაც ეტყობა, რომ კრიშტიანოს ოჯახი მდიდრულად არ ცხოვრობდა.

ახლა კი რონალდო ფუნშალის ელიტურ რაიონში რეზიდენციას აშენებს.

რონალდო მარტივად და გასაგებად ხსნის შვილის სამშობლოში წაყვანას:

„ბავშვები ფიქრობენ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად მოდის. სიმდიდრე, სახლები, მანქანები, ტანსაცმელი – ისინი ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ციდან დაეცემათ. ვცდილობ ავუხსნა შვილსაც და სხვა ბავშვებსაც, ვისაც სკოლებში ვხვდები, რომ მარტო ნიჭი არაფერს მოუტანს. მაგრამ რთული შრომისა და საქმის ერთგულებით მიაღწევ იმას, რაზეც ოცნებობ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები