LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრებას თავისი ციკლი აქვს“ – 53 წლის ნაომი კემპბელი Elle-ს გარეკანზე

145
page

ლეგენდარული ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი გამოცემა Elle-ის მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდა. 53 წლის ვარსკვლავმა ინსტაგრამზე ფოტოების სერია გაავრცელა. გარდა ახალი ფოტოებისა, მან გამომწერებს საარქივო ფოტო მასალაც გაუზიარა.

„ცხოვრებას თავისი ციკლი აქვს, ის ჩვენ გვახსენებს, რომ თითოეულ ნაბიჯს საწყისებამდე მივყავართ. მოხარული ვარ, წელი დავიწყე Elle-ის გარეკანზე მოხვედრით“, – წერს ნაომი.

შეგახსენებთ, გასულ თვეს მოდელი უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა. მედიაში წერენ, რომ ნაომი დაინიშნა, თუმცა, თუ ვინ არის მოდელის რჩეული, ამ ეტაპზე უცნობია.

უბერებელი ნაომი – ლეგენდარული მოდელი იდეალურ ფორმაშია – ფოტოები დუბაიდან

პომპეზური კაბა და ნიშნობის ბეჭედი – 53 წლის ნაომი კემპბელის თვალწარმტაცი გამოჩენა საუდის არაბეთის კინოფესტივალზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები