LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრება ულამაზეს ირლანდიურ კუნძულზე და მუშაობა ყავის მაღაზიაში – ვაკანსია მეგობრებისთვის

795
vknssmxislnd

ულამაზეს კუნძულ Great Blasket Island–ზე ძალიან საინტერესო ვაკანსია გამოცხადდა. იძებნება ორი მეგობარი, რომელიც მზად იქნება, საცხოვრებელი ადგილი 6 თვით შეიცვალოს, კუნძულზე გადაბარგდეს, იქვე იმუშაოს და იცხოვროს.

Great Blasket Island დასვლეთ სანაპიროს ყველაზე დიდი კუნძულია. დასახლება ველური და ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ბუნებითაა ცნობილი. კუნძულზე მხოლოდ 160 ადამიანი ცხოვრობს და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია.

იქ არც Wifi, არც ელექტროენერგია, არც ცხელი წყალი და ზოგადად არაფერი არ არის. ამიტომ ეს ვაკანსია ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იქნება.

 

როგორც სამუშაოს აღწერილობაშია ნათქვამი ყავის მაღაზია თანამშრომლებს 2020 წლის პირველი აპრილიდან – 2020 წლის ოქტომბრამდე ეძებს, საცხოვრებელს და საკვებსაც დამსაქმებელი თავად უზრუნველყოფს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები