LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ცხოვრება ძალიან შეიცვალა” – პრინც ჰარის ვიდეომიმართვა

164
620x348-1-bf8ee017cd9a4af08afc3ca573688dfa@1274x716-0xac120003-9241857211589098040

ახალი თამაშის Invictus 2020-ის პრეზენტაციის დღეს პრინცმა ჰარიმ სპეციალური ვიდეომიმართვა გააკეთა, რომელიც ლოს-ანჯელოსში, საკუთარ სახლში ჩაწერა, სადაც მეუღლესთან – მეგან მარკლისთან ერთად იზოლირებული ცდილობს კორონავირუსისგან თავის დაცვას.

ჰარიმ რამდენიმე ისტორიით შეახსენა საზოგადოებას  COVID-19-ის საფრთხეზე და შეპირდა, რომ თამაშები აუცილებლად გაიმართება მომავალ წელს, ელიზაბეტ მეორესთვის გაკეთებულ შეტყობინებაში კი, კიდევ ერთხე გაუსვა ხაზი, რომ ,,ცხოვრება ყველასთვის რადიკალურად შეიცვალა”. მართალია, ჰარი მეტწილად ვირუსზე ჩიოდა, მაგრამ ბევრმა მისი სიტყვები ამერიკაში შექმნილი დისკომფორტით ახსნა და  მშობლიური ბრიტანეთის ნოსტალგიად მიიჩნია.

Invictus 2020-ზე და ჰარისთვის მნიშვნელოვანი – ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის თემაზე ისაუბრა მეგან მარკლიმაც, მერე კი, მადლობა გადაუხადა ამერიკელ მედიკოსებს, რომლებიც ,,ყველაფერს აკეთებენ ვირუსით დაავადებული პაციენტების გადასარჩენად”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები