LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოველის ან ფრინველის მიმართ სასტიკი მოპყრობა – არასრულწლოვანთან ერთად, პასუხისმგებლობა მშობელსაც დაეკისრება

dzagli

არასრულწლოვანის მიერ ცხოველის ან ფრინველის მიმართ არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის პასუხისმგებლობა მშობელსაც დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

„მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების, ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება არასრულწლოვნის მხრიდან ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობით, გამოიწვევს მშობლის, ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით,“ – აღნიშნულია კანონპროექტში.

ამასთან, პროექტით, ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 500 ლარამდე ოდენობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები