LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოველების წამებასა და ძალადობაზე სასჯელი გამკაცრდა – პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა

171
მიუსაფარი ცხოველები

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის ფაქტებზე სასჯელი მკაცრდება – პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილული „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა.  

ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებისთვის მეპატრონე 300 ლარით დაჯარიმდება – პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს და 76-ხმით, ერ­თხმად მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცეს.

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 სთ-მდე, შინაპატიმრობის ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ორ წლამდე.

ძაღლისა და კატის მიტოვებაზე შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით – ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთიდან სამ წლამდე.

საქართველოში ძაღლის ყოლისთვის შესაძლოა, სპეციალური გადასახადი დაწესდეს