LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

185
1515502981664400

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა.

„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს შორის გადამკვეთი პუნქტების ფუნქციონირება „რაზდახანსა“ და „სინაგურში“ , – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების მიზეზად „ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ ცალკეულ მონაკვეთებზე ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბული ვითარება სახელდება.

როგორც სააგენტო წერს, გამშვები პუნქტების მუშაობა ვითარების დასტაბილურების შემდეგ იგეგმება.

“ხალხს აფრთხილებენ, ვისაც წასვლა გინდათ, წადით…” – რუსეთმა ახალგორის “ჩაკეტვის” გადაწყვეტილება მიიღო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები