ერგნეთში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმთან ინციდენტთა პრევენციის რიგით მეექვსე ტექნიკური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე აცხადებს, შეხვედრის მთავარი თემა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მუშაობის შეფერხება იყო.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა შეხვედრის შემდეგ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა პატრულირება ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე.
დღეს ერგნეთში შეხვედრა დაინიშნა - რა საკითხებზე იმსჯელებენ მხარეები
“შეხვედრის არცერთ მონაწილეს არ უთქვამს, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია. დიალოგის რესურსი არსებობს და კონსულტაციები გაგრძელდება. დიდი იმედი მაქვს, გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მონაწილეების მხრიდან სათანადო დასკვნები გაკეთდება, რომ ასეთი ქმედება მიუღებელია და ეს უაღრესად აზიანებს როგორც ფორმატს, ასევე პროცესს,”- განაცხადა ანთაძემ.
ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ქართული მხარისგან სოფელ ჩორჩანასთან არსებული საგუშაგოს აღებას ითხოვდნენ, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.
ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეხმაურება
ოსურმა მხარემ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დამკვირვებელი დააკავა
“რა თქმა უნდა, ეს ცალსახად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ამას ადასტურებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და კომპრომისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ხარჯზე მიუღებელია,”- განაცხადა ანთაძემ.