ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ სუს-ში დაუდასტურეს.
„ვერტმფრენმა ფრენა ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განახორციელა. ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ისე ჟენევის ფორმატებში,“ – აცხადებენ სუს-ში.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, აღნიშნული ვერტმფრენი რუსულია.