LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს

114
საოკუპაციო ხაზი

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. „რესპუბლიკის“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

ე.წ. საზღვრის დაკეტვა 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის აღსანიშნავ ღონისძიებებს უკავშირდება.

დეფაქტო უწყების ცნობით, „საზღვარი“ 8 მაისის 20:00 საათიდან დაიკეტება, რა დროსაც მოქალაქეების გატარება აიკრძალება. დე ფაქტო ხელისუფლება „საზღვრის“ გახსნას 10 მაისს, 06:00 საათზე აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები