მცხეთის სამხარეო პოლიციაში ამ წუთებში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი მომხდარის შესახებ საუბრობენ. ადგილზე არიან მინისტრები სოზარ სუბარი და ქეთევან ციხელაშვილი, ასევე შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე. მისი თქმით, გამოძიება 108-ე და 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
“ეს გულისხმობს განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ისინი გადმოყვანილნი არიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მაქსიმალური გაკეთდა შს სამინისტროს და სუს-ის მხრიდან, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, რომ ისინი გადმოგვეყვანა. დღესაც აქტიური ღონისძიებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ არჩილ ტეტუნაშვილის ცხედარი გადმოვასვენოთ”, – განაცხადა საბანაძემ.
საბანაძის თქმით, მათ ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ.