LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხენი ჯენი კარანტინის დროს ფრანკფურტის ქუჩებში დასეირნობს (ვიდეო)

200
pjimage

ფრანკფურტის ერთ-ერთი რაიონის ადამიანებისგან დაცარიელებულ ქუჩებში, 25 წლის ცხენი, სახელად ჯენი ყოველდღე თავისუფლად დასეირნობს. მისი პატრონი დარწმუნებულია, რომ კარანტინის და მუდმივი თვითიზოლაციის გამო ხალხი ძალიან მოწყენილია, ამიტომ გამვლელები ქუჩაში მოსეირნე ცხენთან დიდი სიამოვნებით ურთიერთობენ.

ჯენის კისერზე წარწერა კიდია: “მე არ გავქცეულვარ. უბრალოდ ვსეირნობ”. მისი სეირნობა ყოველ დღე 4 საათამდე გრძელდება, შემდეგ ჯენის 80 წლის პატრონი სკუტერზე ჯდება, მის მოსაძებნად მიდის და შინ ერთად ბრუნდებიან.

ჯენის ფრანკფურტის ამ რაიონში ყველა იცნობს. ის აქ უკვე უკვე 10 წელია ცხოვრობს და ქუჩებში აქამდეც სერნობდა. ამ ხნის განმავლობაში ჯენისთან დაკავშირებით რაიმე უსიამოვნო ინციდენტი არ მომხდარა, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის კეთილ ცხენად ცნო და ხალხთან მუდმივი კომუნიკაციის უფლება მისცა.