LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხელი სეზონი: ბათუმის მიმართულებით ფრენებს 8 ახალი ავიაკომპანია გეგმავს

23

2017 წლის, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 8 ახალი ავიაკომპანია გეგმავს.

ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცის,  სანკ პეტერბურგის, დუბაის, ბეირუთისა და თეირანის მიმართულებით ემატება.

ფრენების განრიგი

  • Nordstar Airlines – მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი 2 ივნისიდან (ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი)
  • Severstal – ჩერეპოვეცი- ბათუმი – ჩერეპოვეცი 3 ივნისიდან (შაბათი)
  • Nordavia – ს.პეტერბურგი- ბათუმი – ს.პეტერბურგი 7 ივნისიდან (შაბათი)
  • Anda Air – კიევი-ბათუმი- კიევი 14 ივნისიდან (ოთხშაბათი, შაბათი)
  • Aseman Airlines –  თეირანი-ბათუმი-თეირანი; 21 ივნისიდან (ოთხშაბათი)
  • Fly Dubai – დუბაი-ბათუმი-ბათუმი;   22 ივნისიდან (სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი)
  • Wings of Lebanon – ბეირუთი- ბათუმი- ბეირუთი; 25 ივნისიდან (ოთხშაბათი,კვირა)

ასევე, უკვე დაემატა ვარშავის მიმართულება. ახალი მიმართულებით პირველი რეისი Small Planet Airlines 26 მაისს შეასრულა.

გარდა ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებებისა, ფრენები ისევ განხორციელდება ისრაელიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საიმიროებიდან.  ზაფხულში  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან  20-მდე სხვადსახვა მიმართულებით ფრენებს 23 ავიაკომპანია შეასრულებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სეზონზე ფრენების სიხშირე გაზარდა ELAL, Ural Airlines და S7 ავიახაზებმა.