LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხელი ხაზის – 144-ის რეგიონული ოფისი მცხეთა-მთიანეთშიც გაიხსნა

163
94883027-2936237479936158-4063306131672399872-o

მცხეთა-მთიანეთში საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის – 144-ის რეგიონული ოფისი გაიხსნა.  ოფისი ქალაქ დუშეთში, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსდა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებით დაკომპლექტდა. მხარის რწმუნებულის აპარატის ცნობით, ადგილზე ოპერატორთან ერთად დამხმარე თანამშრომლებიც იმუშავებენ. ცენტრი სახელმწიფო რწუმენულმა პირადად დაათვალიერა.

„ცხელი ხაზი დილის 9 საათიდან, ღამის 12 საათამდე მუშაობს. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე დროული და ამომწურავი პასუხები მიიღონ. ახალგახსნილი ოფისი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დაათავლიერა. შალვა კერესელიძე ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და პერსონალს გაესაუბრა. ოფისი შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. ადგილზე ოპერატორებთან ერთად, რამდენიმე დამხმარე თანამშრომელიც მუშაობს. ისინი შემოსულ ინფორმაციას ამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას ახდენენ“, – ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები