ლონდონში, მოდის კვირეულის ფარგლებში, „ბარბერის“ ჩვენება გაიმართა, სადაც ბუნებრივია, წამყვან მოდელებს შორის ირინა შეიკიც იმყოფებოდა. ჩვენების შემდეგ, ვარსკვლავური წვეულებაც გაიმართა. პაპარაცებმა მოახერხეს და შეიკი წვეულებაზე მიმავალი გადაიღეს. გვიან ღამე, წვეულებიდან დაბრუნებული ირინა აშკარად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
„ცხელი ღამის შემდეგ“, „კანიასთან ერთად ღამის გატარების შემდეგ“, „არ არის ფხიზელი“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის მოდელისა და ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე უესტის რომანის შესახებ ინფორმაცია გასულ წელს გავრცელდა. ისინი პაპარაცებმა არაერთხელ გადაიღეს ერთად. სწორედ „ბარბერის“ ჩვენებაზე შედგა ექს-წყვილის შეხვედრა, რომელიც საკმაოდ თბილი იყო.
წლის შეხვედრა – კანიე უესტი „ყოფილ სატრფოს“, ირინა შეიკს წინდებით და ჩუსტებით შეხვდა
ირინა შეიკი კანიე უესტთან რომანზე პირველად ალაპარაკდა